21 ნოემბერს ტელევიზიის მსოფლიო დღე აღინიშნება. გაერო-ს ყოველწლიური ინიციატივის ფარგლებში, ამ დღეს ტელევიზიები მთელი მსოფლიოდან ერთიანდებიან და 30-წამიან ვიდეორგოლს ათავსებენ ეთერში იმისათვის, რომ შეგვახსენონ ტელევიზიის ძალა ადამიანების ცხოვრებაში.
ტელევიზიის მსოფლიო დღე, რომელიც წელს 26-ედ აღინიშნება, ზეიმობს გლობალურ რეალობას: ტელევიზორს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მედიას. ტელევიზია ყოველთვის ხელმისაწვდომია სახლში და მოგზაურობისას, ყველა ეკრანზე, პირდაპირ ეთერში ან ონლაინ.
წელს ტელევიზიის მსოფლიო დღის მთავარი თემაა ყურადღების მიპყრობა იმის ხაზგასასმელად, თუ როგორ იქცევს ტელევიზია საზოგადოების ყურადღებას ხარისხიან გართობაზე, სოციალურ საკითხებზე, სიახლეებსა და სხვა მოვლენებზე.
1996 წელს გაერო-მ თავის წევრ ქვეყნებს ტელევიზიის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა. ამისთვის შეარჩიეს 21 ნოემბერი, ტელევიზიის პირველი მსოფლიო ფორუმის ჩატარების თარიღი.