21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდება
21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდება

21 დეკემბრიდან 6 იანვრამდე იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდება.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში იტალიის მოქალაქეებს ნათესავებისა და მეგობრების მონახულების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება დღეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.

შობიდან ახალ წლამდე პერიოდში იტალიის რეგიონებს შორის გადაადგილება შეზღუდული იქნება.

28, 29 და 30 დეკემბერს, ასევე 4 იანვარს შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება: მაღაზიები 21:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო მოსახლეობას გადაადგილება თავისუფლად შეეძლება.