2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მასპინძელი ქვეყანა იქნება
2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მასპინძელი ქვეყანა იქნება

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის, m&i Tbilisi 2024-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო.

„მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველომ ფორუმს – „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად“ უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა, რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს ოთხი დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნესტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ. Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნესტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.