2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებმა 795 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5%-ით გადააჭარბა.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ.
2023 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა. ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით ასევე გამოირჩევიან ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები.