2021 წლის ცხრა თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 168 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო
2021 წლის ცხრა თვეში საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 11%-ით მეტია, 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – ზრდა 24%; ჩინეთი – ზრდა 16%; ლატვია – ზრდა 2%; ლიეტუვა – ზრდა 36%; აშშ – ზრდა 18%; გერმანია – ზრდა 21%; დიდი ბრიტანეთი – ზრდა 178%.
რაც შეეხება ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულს, ესენია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 270 მილიონ აშშ დოლარი შეადგენს, რაც 15%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.