2021 წლის ცხრა თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 168 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მიიღო

15:15, 08.10.2021

2021 წლის ცხრა თვეში საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 11%-ით მეტია, 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – ზრდა 24%; ჩინეთი – ზრდა 16%; ლატვია – ზრდა 2%; ლიეტუვა – ზრდა 36%; აშშ – ზრდა 18%; გერმანია – ზრდა 21%; დიდი ბრიტანეთი – ზრდა 178%.

რაც შეეხება ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველ ხუთეულს, ესენია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 397-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავალი 270 მილიონ აშშ დოლარი შეადგენს, რაც 15%-ით აღემატება, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მსგავსი