დღეს ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება.
ევროფესტივალი როტერდამში უნდა გამართულიყო 12,14 და 16 მაისს. 2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენდა.
ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა კონკურსი კვლავ როტერდამში 2021 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირი ნიდერლანდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.