2020 წელს საქართველოს პორტების ტვირთბურნვა 1.7 პროცენტითაა შემცირებული
2020 წელს საქართველოს პორტებში გატარებული ტვირთების რაოდენობა შემცირდა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, ჯამურად საზღვაო ნავსადგურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 16.9 მილიარდი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 0.3 მლრდ ტონით, ანუ 1.7 პროცენტით ნაკლებია.
მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტად ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტვირთბურნვაა შემცირებული. თუ 2019 წელს ფოთის პორტმა 8.6 ტონა ტვირთი გაატარა, 2020 წელს ამ პორტში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 7.4 ტონა შეადგინა. რაც შეეხება ქვეყნის დანარჩენ პორტებს, 2020 წელს სუფსის საზღვაო ტერმინალში 4.2 მილიონი ტონა ტვირთი გატარდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში – 3.5 მილიონი ტონა, ზრდა 9.4 პროცენტი, ხოლო ყულევის ტერმინალში – 1.7 მილიონი ტონა, ზრდა 6.2 პროცენტი.
რაც შეეხება საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობას, 2019 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში ეს მაჩვენებელი 531 735 ტონიდან, 387 368 ტონამდე შემცირდა. 13 079 ტონითაა შემცირებული გადამუშვებული კონტეინერების რაოდენობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.