2019 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელები ერთმანეთს ჰელსინკიში პირისპირ შეხვდნენ
აშშ-ისა და რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელებმა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში შეხვედრა გამართეს, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
2019 წლის შემდეგ ეს არის მარკ მილისა და ვალერი გერასიმოვის პირველი პირისპირ შეხვედრა.
აშშ-ისა და რუსეთის უმაღლეს სამხედრო ოფიცრებს შეხვედრის დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც შეხვედრის დღის წესრიგზე აქცენტები არ კეთდება, აღნიშნულია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები მიზნად ისახავდა რისკების შემცირებასა და კონფლიქტების ოპერაციულ მოგვარებას.
„როდესაც დიდი სახელმწიფოების სამხედრო ლიდერებს აქვთ კომუნიკაცია, მსოფლიო უფრო უსაფრთხოა“, – განაცხადა მარკ მილიმ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრის შემდეგ.
რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე საუბარია, რომ ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრა რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად.