2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან უცხო ქვეყნებში 417 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან უცხო ქვეყნებში 417 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა და მათ მიერ დახარჯულმა თანხამ 617,5 მილიონი ლარი შეადგინა. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 100.7 ლარს გაუტოლდა.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 44.8 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის ხშირი კვეთა აზერბაიჯანისა (255 ათასი ვიზიტი) და თურქეთის (118 ათასი ვიზიტი) მიმართულებით დაფიქსირდა.