2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან უცხო ქვეყნებში 417 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა

11:34, 23.08.2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოდან უცხო ქვეყნებში 417 ათასმა ადამიანმა იმოგზაურა და მათ მიერ დახარჯულმა თანხამ 617,5 მილიონი ლარი შეადგინა. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 100.7 ლარს გაუტოლდა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 44.8 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის ხშირი კვეთა აზერბაიჯანისა (255 ათასი ვიზიტი) და თურქეთის (118 ათასი ვიზიტი) მიმართულებით დაფიქსირდა.

მსგავსი