2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვეგიელი გახდა სიმღერით Anyone I Want To Be. კონკურსანტმა 215 ქულა მიიღო.
საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი 144 ქულით მე-8 ადგილზე გავიდა.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მე-13 ნომრად გამოვიდა. ედილაშვილმა შეასრულა სიმღერა „შენი ხმა“, რომლის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. სიმღერა კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.