2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის
2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. მთავრობამ კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა.

დოკუმენტში 4.5-დან 5 პროცენტამდე იზრდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამ ფონზე, 240 მილიონი ლარი ემატება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმას.  ხდება ცალკეული უწყებების ხარჯების კორექტირება. მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 269 მილიონი ლარით მცირდება, რაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების გადავადებას უკავშირდება.

შემოსავლების გადაჭარბებიდან გამომდინარე, ასევე საკრედიტო რესურსების ნაწილის მომდევნო წლებში გადატანის გათვალისწინებით, 2.8-დან 2.3 პროცენტამდე მცირდება 2018 წლის ბიუჯეტის დეფიციტი.