2018 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის აღკვეთის ღონისძიებები მოსამართლეებმა ჯამში, 9997 პირის მიმართ გამოიყენეს.
მონაცემებს უზენაესი სასამართლო აქვეყნებს.
უზენაესი სასამართლოს გასაჯაროებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მონაცემიდან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა 4308 პირს, რას 2017 წელთან შედარებით გაზრდილი მონაცემია (2017-ში, პატიმრობა 9501 სხვადასხვა სახის აღკვეთის ღონისძიებიდან 3249-ს მიმართ შეირჩა)
არასაპატიმრო ღონისძიება შეირჩა 5689 პირის მიმართ, მათ შორის კი 5460 გირაო.