2018 წელი მეოთხე ყველაზე ცხელი იყო კაცობრიობის მეხსიერებაში. ამის შესახებ ნასას და აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი დასკვნა იუწყება.
ანგარიში წარმოადგენს წლიურ ანალიზთა ბოლო განახლებას, რომელიც ორი სააგენტოს მიერ შეგროვებულ ტემპერატურულ მონაცემებს ისტორიულ მონაცემებთან ადარებს.
ორივე სააგენტოს მონაცემთა ბაზა შექმნილია სათუთად, მსოფლიოს გარშემო განთავსებული მიწისპირა სადგურების მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე. მონაცემთა დადასტურებაში უდიდეს როლს თამაშობს თანამგზავრებიც, რომლებიც დამატებით ინფორმაციას აგროვებენ და სააგენტოებს კლიმატურ პროცესებზე დაკვირვებაში ეხმარებიან.
ყველა მონაცემი ერთ დასკვნამდე მიდის — 2018 ყველაზე ცხელი იყო, ვიდრე ყოველი წელი 1880-2014 წლებს შორის. მხოლოდ გასული სამი წელი იყო 2018-ზე უფრო ცხელი.
ორივე ახალი ანალიზი ექსკლუზიურად ეფუძნება მიწისპირა სადგურების მიერ შეგროვებულ მონაცემებს, რადგან მეცნიერებს დროის უფრო გრძელი მონაკვეთი შეესწავლათ — 1880 წელს ხელოვნური თანამგზავრები არ არსებობდა.