უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემა (VAR) 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამოყენებული არ იქნება. ამასთან, ევროპული ფეხბურთის მთავარმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ამ ტექნოლოგიის წინააღმდეგი.
„ვიცი, რომ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) სხდომა იქნება. არ მგონია, რომ მათ მოითხოვონ ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ის გამოყენება. მომდევნო სეზონში, ნამდვილად არ გვექნება ეს სისტემა ლიგის მატჩებში.
მე არ გამოვდივარ ამ სიახლის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ყველას, როგორ მუშაობს ეს სისტემა, პირველ რიგში, გულშემატკივრებს და ამის შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე. VAR შეიძლება იყოს კარგი პროექტი, მაგრამ არ უნდა ვიჩქაროთ“ – განაცხადა ჩეფერინმა.
მსოფლიო ჩემპიონატზე VAR-ის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება 3 მარტს, IFAB-ის სხდომაზე უნდა მიიღონ.