2017 წლის იანვარ-ნოემბერში უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 927 566 ლარი შეადგინა
2017 წლის იანვარ-ნოემბერში უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 927 566 ლარი შეადგინა

2017 წლის I-III კვარტლების ჯამური მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავლებმა  2.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 489 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

2017 წლის I-III კვარტლების ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7% შეადგინა, რაც 11.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან.

გასული წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 927 566 ათასი ლარი შეადგინა, რაც 30,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები: მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში; ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში; სარეკლამო კამპანიები : BBC, Euronews, Discovery , Tripadvisor, Expedia.

ჩატარდა 99 საერთაშორისო პრესტური და საქართველოს ესტუმრა უცხოური მედიის 683 წარმომადგენელი.

გაიმართა 14 ინფოტური, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი.

საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes, Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და სხვა.