2017 წელს მსოფლიოში 192 მილიონი უმუშევარი იყო
2017 წელს მსოფლიოში 192 მილიონი უმუშევარი იყო

2017 წელს მსოფლიოში 192 მილიონი უმუშევარი ადამიანი იყო. ამის შესახებ ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(ILO) ხელმძღვანელმა გაი რაიდერმა განაცხადა. ამგვარად უმუშევრობის დონე მსოფლიოში 5,6 პროცენტს შეადგენს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, უმუშევრობა ყველაზე დიდ პრობლემას აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოადგენს, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის მხოლოდ 11,7 პროცენტია, ანუ 8,7 მილიონი ადამიანი.

ევროპის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში უმუშევრობა 2008 წლიდან დაახლოებით 8,5 პროცენტია. უმუშევრობის შემცირების ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებულ საბერძნეთსა და ესპანეთში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დასაქმება არ არის ცხოვრების მაღალი დონის გარანტია.