2017 წელს, ბელარუსში ხუთ ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, – ამის შესახებ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი კალინკოვიჩმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სამ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
უფლებადამცველების ინფორმაციით, 2017 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს კირილ კაზაჩოკს, რომელმაც ორი შვილი მოკლა, ალექსანდრ მიხალენს ორი მეზობლის მკვლელობისთვის, ე.წ. „შავი რიელტორების“ საქმის ორ ფიგურანტს ალექსანდრ ჟილნიკოვსა და ვიაჩესლავ სუხარკოს, ასევე ვიქტორ ლეტოვს თანამესაკნის მკვლელობისთვის. განაჩენების აღსრულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბელარუსი ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. 2016 წელს ქვეყანაში ოთხი სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს.