პაკისტანში ლექტორს ღვთის გმობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
პაკისტანში ლექტორს ღვთის გმობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

პაკისტანის ქალაქ მულტანის სასამართლომ დგილობრივი უნივერსიტეტის ლექტორს, ჯუნაიდ ჰაფიზს ღვთის გმობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მსჯავრდებულის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ჰაფიზი 2013 წლის მარტში დააკავეს. ის წინასწარმეტყველი მუჰამედის მიმართ ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს.

ადვოკატი, რომელიც ჰაფიზს თავდაპირველად იცავდა, მუქარების შემცველი შეტყობინებების შემდეგ 2014 წლის მაისში მოკლეს.

33 წლის ჯუნაიდ ჰაფიზის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ითხოვს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა რაბია მეჰმუდმა განაჩენს უხეში სამართლებრივი შეცდომა უწოდა. უფლებადამცველები ასევე დაკავებულის ოჯახის წევრებისა და მისი წარმომადგენლების დაცვის უზრუნველყოფას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი