მონაკოში უეფა გალა-წარმოდგენაზე 2017-2018 წლების სეზონს აჯამებს და პარალელურად, 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრას ატარებს.
პირველი პრიზი გადაეცა 2017-2018 წლების სეზონში ევროპის საუკეთესო მეკარეს. ჯილდო დაიმსახურა მადრიდის „რეალის“ მეკარემ კეილორ ნავასმა. ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ – “ლივერპულის” მეკარე ალისონი, რომელიც შარშან „რომაში“ გამოდიოდა და „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი (შარშან “იუვენტუსში” თამაშობდა).
გასულ სეზონში ნავასმა ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაუშვა და 29 სეივი შეასრულა. 31 წლის კოსტარიკელმა “რეალთან” ერთად მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.