2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე კეილორ ნავასი გახდა

21:58, 30.08.2018

მონაკოში უეფა გალა-წარმოდგენაზე 2017-2018 წლების სეზონს აჯამებს და პარალელურად, 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრას ატარებს.

პირველი პრიზი გადაეცა 2017-2018 წლების სეზონში ევროპის საუკეთესო მეკარეს. ჯილდო დაიმსახურა მადრიდის „რეალის“ მეკარემ კეილორ ნავასმა. ამ ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ – “ლივერპულის” მეკარე ალისონი, რომელიც შარშან „რომაში“ გამოდიოდა და „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი (შარშან “იუვენტუსში” თამაშობდა).

გასულ სეზონში ნავასმა ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაუშვა და 29 სეივი შეასრულა. 31 წლის კოსტარიკელმა “რეალთან” ერთად მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

მსგავსი