2012 წელს სამი კერძო, ეროვნული ღია საეთერო მაუწყებელი არსებობდა, დღეს ეს რაოდენობა 20-ს უტოლდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე მაუწყებლების რაოდენობა 54-დან 98-მდე გაიზარდა.
კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და მედია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.
მისივე თქმით, საერთო მაუწყებლების რაოდენობის 44 გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდაა ეროვნული ღია საეთერო მაუწყებლების მონაცემებში, სადაც 2012 წელს 4–ის არხი მაუწყებლობდა(საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით) დღეს კი 21 ეროვნული ღია საეთერო მაუწყებელია ბაზარზე.
კომისიის ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლიდან 2017 წლამდე სარეკლამო შემოსავლებიც გაიზარდა. კერძოდ, 2012 წელს ტელეკომპანიებმა 63 355 996 ლარის შემოსავალი მიიღეს, 2017 წელს კი 25 658 525 ლარით მეტი ანუ 89 014 521 ლარი.