20 კილოგრამამდე მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი შეეფარდა და ჯარიმა დაეკისრა
დიდი რაოდენობით მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებულ ავთო მეტრეველს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ოთხი წლით პირობითი სასჯელი და 4000 ლარი შეეფარდა.
საქმე ეხება 20 კილოგრამამდე მარიხუანას კულტივაციას, რომელზეც ბრალდებულს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ზურა ჯაფარიძე და „გირჩის“ წევრები.