გარდაცვლილი ბავშვის მშობლები „გლობალმედში“ ექიმებთან შეხვედრას ითხოვენ
რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები კლინიკა “გლობალმედში” მივიდნენ და ექიმებთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
მშობლები ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ.
მათი ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით პარასკევს მიიყვანეს, სადაც სათანადო მკურნალობა არ აღმოუჩინეს. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს ბავშვის მკურნალ ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ. ბრალდებებს უპასუხეს კლინიკა გლობალმედიში, სადაც აცხადებენ, რომ ბავშვი თვენახევრის განმავლობაში ავადმყოფობდა და კლინიკიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, უფრო სიღრმისეული გამოკვლევებისთვის გაგზავნეს, თუმცა მდგომარეობა კრიტიკული არ იყო.