19 წლის გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგის გუნდში ითამაშა
19 წლის გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგის გუნდში ითამაშა

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგის „ჟირონას“ პირველ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა. მართალია, ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, თუმცა „საბურთალოს“ აკადემიის 19 წლის გაზრდილისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ჟირონამ“ „საბადელი“ 1:0 დაამარცხა, ქართველი ნახევარმცველი გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა. მასთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში გორკა ირაისოსი, კარლეს პლანასი, ალეიშ გარსია და პედრო პორო მოხვდნენ.

ჟირონაში“ გადასვლამდე გიორგი „საბურთალოს“ 19-წლამდელთა გუნდში და დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა. ესპანეთში წასვლამდე გიორგი ჭიაბრიშვილმა რამდენიმეჯერ პირველი გუნდის 18-კაციან განაცხადშიც შეიყვანა და ეროვნულ ლიგაში თამაშის საშუალება მისცა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

„ეს ყოველთვის შეუძლებელი ჩანს, სანამ რეალურად არ მოხდება“, – ასეთი პოსტით გამოეხმაურა გიორგი ქოჩორაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე ლა ლიგის გუნდში სადებიუტო თამაშს.