გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი.
მაღალმთიან ზონაში ქარბუქია ნავარაუდევი, ხოლო ზღვაზე 4–6-ბალიანი შტორმი.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.