17:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 39,57 პროცენტი შეადგინა
17:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 39,57 პროცენტი შეადგინა.
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, არჩევნებში ხმა მისცა 47 821 ამომრჩეველმა.
მისი თქმით, კომისიაში 13 საჩივარი შევიდა, რომელთა უმეტესობა პროცედურულ საკითხებსა და დამკვირვებელთა საარჩევნო უბნებიდან გაძევებას ეხება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.