17 წლის პალესტინელ აქტივისტს, აჰედ ტამიმის ისრაელელი ჯარისკაცის ცემისთვის 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ჯარიმის სახით კი 1500 დოლარის გადახდა დაეკისრა.
ტამიმის ადვოკატის განცხადებით, იგი საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 5-წლიანი პატიმრობა ელოდებოდა.
აჰედ ტამიმიმ სოციალურ ქსელში სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც მისი ვიდეო გავრცელდა. კადრში 16 წლის პალესტინელი აქტივისტი შეიარაღებულ ისრაელელ სპეცრაზმელს სახეში ურტყამს. მას დასავლეთ სანაპიროზე პალესტინური განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი სახე უწოდეს.
აჰედ ტამიმის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს.მას სასკოლო სახელმძღვანელოები უფლებადამცველის საშუალებით გადასცეს.
აჰედ ტამიმი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. ისრაელის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში იგი 11 წლის ასაკიდან ჩაერთო.