პალესტინელი მოზარდი აქტივისტი აცხადებს, რომ სამომავლოდ პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს

21:59, 30.07.2018

პალესტინელი აქტივისტი აჰედ ტამიმი, რომელიც მსოფლიომ ისრაელელ ჯარისკაცთან ფიზიკური დაპირისპირების კადრებიდან გაიცნო, Associated Press-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ სამომავლოდ პოლიტიკურ კარიერას გეგმავს.

„მინდა, რომ მთელ მსოფლიოს მივაწვდინო პალესტინელი ხალხის ხმა, ვუამბო ჩვენი ტრაგედია, ამისთვის კი პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენება მომიწევს“, – განაცხადა აჰედ ტამიმიმ.

17 წლის პალესტინელმა აქტივისტმა ისრაელის ციხეში რვა თვე გაატარა. იგი დეკემბერში საპროტესტო აქციების დროს დააპატიმრეს. მას არაბულენოვანმა მედიამ ეპითეტად „ოქროს კულულებიანი აქტივისტი“ უწოდა.

 

მსგავსი