17 მატჩში 7 მოგება - საქართველოს ნაკრების დაპირისპირებები აზიურ გუნდებთან [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023 წელს პირველ მატჩებს 25 და 28 მარტს გამართავს. 25 მარტს მონღოლეთის წინააღმდეგ ამხანაგურად ითამაშებს, ხოლო 28-ში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფშია, ესპანეთთან, კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან ერთად.
2023 წელს, მონღოლეთის გარდა, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ აზიურ გუნდს შეხვდება – 12 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში ტაილანდს უმასპინძლებს. გავიხსენოთ ჩვენი ნაკრების დაპირისპირებები აზიურ საფეხბურთო ნაკრებებთან.
საქართველო აზიურ ნაკრებებს 17-ჯერ დაუპირისპირდა. ჩვენს გუნდს 7 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება აქვს. ეროვნულმა ნაკრებმა 23 ჯერ გაიტანა და 22 გოლი გაუშვა.
5 დეკემბერი, 1996
ლიბანი-საქართველო 4:2
8 დეკემბერი, 1996
ლიბანი-საქართველო 3:2
16 აგვისტო, 2000
ირანი-საქართველო 2:1
17 აგვისტო, 2005
ყაზახეთი-საქართველო 1:2
8 ოქტომბერი, 2005
საქართველო-ყაზახეთი 0:0
16 ნოემბერი, 2005
საქართველო-იორდანია 3:2
16 ნოემბერი, 2007
კატარი-საქართველო 1:2
14 აგვისტო, 2013
ყაზახეთი-საქართველო 1:0
29 მაისი, 2014
საუდის არაბეთი-საქართველო 0:2
3 ივნისი, 2014
არაბეთის გაერთიანებული საამიროები-საქართველო 1:0
29 მარტი, 2016
საქართველო-ყაზახეთი 1:1
23 იანვარი, 2017
უზბეკეთი-საქართველო 2:2
25 იანვარი, 2017
იორდანია-საქართველო 1:0
6 სექტემბერი, 2018
ყაზახეთი-საქართველო 0:2
19 ნოემბერი, 2018
საქართველო-ყაზახეთი 2:1
5 სექტემბერი, 2019
სამხრეთ კორეა-საქართველო 2:2
15 ნოემბერი, 2021
საქართველო-უზბეკეთი 1:0
თემურ სურგულაძე