17 მატჩში 7 მოგება - საქართველოს ნაკრების დაპირისპირებები აზიურ გუნდებთან [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023 წელს პირველ მატჩებს 25 და 28 მარტს გამართავს. 25 მარტს მონღოლეთის წინააღმდეგ ამხანაგურად ითამაშებს, ხოლო 28-ში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფშია, ესპანეთთან, კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან ერთად.

2023 წელს, მონღოლეთის გარდა, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ აზიურ გუნდს შეხვდება – 12 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში ტაილანდს უმასპინძლებს. გავიხსენოთ ჩვენი ნაკრების დაპირისპირებები აზიურ საფეხბურთო ნაკრებებთან.

საქართველო აზიურ ნაკრებებს 17-ჯერ დაუპირისპირდა. ჩვენს გუნდს 7 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება აქვს. ეროვნულმა ნაკრებმა 23 ჯერ გაიტანა და 22 გოლი გაუშვა.

5 დეკემბერი, 1996

ლიბანი-საქართველო 4:2

8 დეკემბერი, 1996

ლიბანი-საქართველო 3:2

16 აგვისტო, 2000

ირანი-საქართველო  2:1

17 აგვისტო, 2005

ყაზახეთი-საქართველო 1:2

8 ოქტომბერი, 2005

საქართველო-ყაზახეთი 0:0

16 ნოემბერი, 2005

საქართველო-იორდანია 3:2

16 ნოემბერი, 2007

კატარი-საქართველო 1:2

14 აგვისტო, 2013

ყაზახეთი-საქართველო 1:0

29 მაისი, 2014

საუდის არაბეთი-საქართველო 0:2

3 ივნისი, 2014

არაბეთის გაერთიანებული საამიროები-საქართველო 1:0

29 მარტი, 2016

საქართველო-ყაზახეთი 1:1

23 იანვარი, 2017

უზბეკეთი-საქართველო 2:2

25 იანვარი, 2017

იორდანია-საქართველო 1:0

6 სექტემბერი, 2018

ყაზახეთი-საქართველო  0:2

19 ნოემბერი, 2018

საქართველო-ყაზახეთი  2:1

5 სექტემბერი, 2019

სამხრეთ კორეა-საქართველო 2:2

15 ნოემბერი, 2021

საქართველო-უზბეკეთი 1:0

თემურ სურგულაძე