17 იანვრიდან წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით. შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.