წინანდლის ტრადიციული ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება.
4-დღიანი ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წარსდგებიან: მარტა არგერიხი, ნელსონ გოერნე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დანიელ ლოზაკოვიჩი, ჯანანდრეა ნოზედა.
10 აგვისტოდან ბილეთებისა და სასტუმროს პაკეტები ხელმისაწვდომი იქნება ფესტივალის ვებგვერდზე: http://tsinandalifestival.ge/
ფესტივალის განრიგი:
17 სექტემბერი
19:00 საათი – საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი (დირიჟორი), ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო)
18 სექტემბერი
12:00 საათი – ალექსანდრე კანტოროვი (ფორტეპიანო)
19:00 საათი – ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”
19 სექტემბერი
12:00 საათი – ლიზა ბათიაშვილი & მეგობრები
19:00 საათი – მარტა არგერიხი და ნელსონ გოერნე (საფორტეპიანო დუეტი)
20 სექტემბერი
12:00 საათი – დანიელ ლოზაკოვიჩი და ნელსონ გოერნე (ვიოლინოს და ფორტეპიანოს დუეტი)
19:00 საათი – საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ჯანანდრეა ნოზედა (დირიჟორი), მარტა არგერიხი (ფორტეპიანო).