დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება სურს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება სურს.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.
„ვიღაცამ ეს მომენტი უნდა დაიჭიროს და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამიტომ, ვაპირებ, ვიყო კონსერვატიული პარტიის შემდეგი ლიდერი და თქვენი პრემიერ-მინისტრი. გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მივიღებთ დღეს, გადაწყვეტს, ექნებათ თუ არა ბრიტანელების მომავალ თაობას უკეთესი მომავლის შანსი“, – განაცხადა სუნაკმა „ტვიტერის“ საშუალებით.
როგორც მედია იუწყება, ბორის ჯონსონის შემცვლელის კონკურსის წესები და განრიგი მომდევნო კვირას, კონსერვატიული პარტიის კომიტეტის მიერ უნდა დადგინდეს.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. ის პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერის მოვალეობებს შეასრულებს.