16 წლის შვედი გარემოსდამცველი კლიმატის ცვლილებების შესახებ ფორუმზე დასასწრებად ნიუ იორკში ჩავიდა
16 წლის შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ნიუ იორკში ჩავიდა. მოზარდი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტიერეშის ინიციატივით დაგეგმილ ფორუმს დაესწრება, რომლის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებებია. ასე დასრულდა არასრულწლოვანი აქტივისტის 14 დღიანი მოგზაურობა ინგლისიდან აშშ-ში.
მანამდე ტუნბერგი შეუერთდა აქტივისტებს, რომლებიც გაერო-ს შტაბბინასთან მიტინგს მართავენ.
გრეტა ტუნბერგი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ყოველ პარასკევს გარემოს დაცვის მოთხოვნით ქუჩის აქციებს მართავდა და სკოლას აცდენდა.