16 წლის შვედი გარემოსდამცველი კლიმატის ცვლილებების შესახებ ფორუმზე დასასწრებად ნიუ იორკში ჩავიდა
16 წლის შვედი გარემოსდამცველი კლიმატის ცვლილებების შესახებ ფორუმზე დასასწრებად ნიუ იორკში ჩავიდა

16 წლის შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი ნიუ იორკში ჩავიდა. მოზარდი გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტიერეშის ინიციატივით დაგეგმილ ფორუმს დაესწრება, რომლის მთავარი თემა კლიმატის ცვლილებებია. ასე დასრულდა არასრულწლოვანი აქტივისტის 14 დღიანი მოგზაურობა ინგლისიდან აშშ-ში.

მანამდე ტუნბერგი შეუერთდა აქტივისტებს, რომლებიც გაერო-ს შტაბბინასთან მიტინგს მართავენ.

გრეტა ტუნბერგი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ყოველ პარასკევს გარემოს დაცვის მოთხოვნით ქუჩის აქციებს მართავდა და სკოლას აცდენდა.

დატოვე კომენტარი