საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უკრაინასთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ 23 ფეხბურთელი შეარჩია, გუნდი კი მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელები ბარსელონადან და მილანიდან გამოიძახეს.
მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);
მცველები: ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, ლუკა ხორავა, ალექსანდრე ტეფნაძე (ყველა – დინამო თბ), ზურაბ ლატარია, ანდრია დევდარიანი (ორივე – საბურთალო), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა), გიგა ლიპარტელიანი (იუპიტერ ბარსელონა, ესპანეთი).
ნახევარმცველები: მურთაზ სანებლიძე, გიორგი სიჭინავა, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი, ლევან ოსიყმაშვილი (ყველა – დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), გიგი ტალახაძე (სფფ აკადემია-ზუგდიდი).
თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია), ავთო თოხაძე (ტორპედო).
საქართველო-უკრაინის ამხანაგური შეხვედრები 22 და 24 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.