16-წლამდელებში ფეხბურთელები ბარსელონადან და მილანიდან გამოიძახეს
16-წლამდელებში ფეხბურთელები ბარსელონადან და მილანიდან გამოიძახეს

საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები უკრაინასთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ 23 ფეხბურთელი შეარჩია, გუნდი კი მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელები ბარსელონადან და მილანიდან გამოიძახეს.

მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);

მცველები: ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, ლუკა ხორავა, ალექსანდრე ტეფნაძე (ყველა – დინამო თბ), ზურაბ ლატარია, ანდრია დევდარიანი (ორივე – საბურთალო), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა), გიგა ლიპარტელიანი (იუპიტერ ბარსელონა, ესპანეთი).

ნახევარმცველები: მურთაზ სანებლიძე, გიორგი სიჭინავა, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი, ლევან ოსიყმაშვილი (ყველა – დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), გიგი ტალახაძე (სფფ აკადემია-ზუგდიდი).

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია), ავთო თოხაძე (ტორპედო).

საქართველო-უკრაინის ამხანაგური შეხვედრები 22 და 24 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.