15:00 საათის მონაცემებით, სამგორის მე-6 ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით ცხრა პროცენტით გაიზარდა
15:00 საათის მონაცემებით, სამგორის მე-6 ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით ცხრა პროცენტით გაიზარდა.
საკუთარი არჩევანი ამ დროისთვის 51 811-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 35,58 პროცენტია.
პირველ ტურში 15:00 საათის მონაცემებით 38 463 (26.52%) ამომრჩეველი იყო აღრიცხული.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.