15 წლის კორი გაუფმა 1991 წლის შედეგი გააუმჯობესა [ვიდეო]
15 წლის კორი გაუფმა 1991 წლის შედეგი გააუმჯობესა [ვიდეო]

ამერიკელი კორი გაუფი 1991 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ქალი გახდა, ვისაც „დიდი სლემის“ ტურნირებზე პირველ რაუნდში გამარჯვება მოუპოვებია.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის პირველ წრეში, გაუფმა თავისი თანამემამულე, 39 წლის ვინუს ვილიამსი ორ სეტში, ანგარიშით – 6:4 6:4 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, ახალგაზრდა ამერიკელმა თავი ტირილისგან ვერ შეიკავა.