კორი გაუფი კორონავირუსის გამო ოლიმპიადას გამოტოვებს #1TVSPORT
კორი გაუფი კორონავირუსის გამო ოლიმპიადას გამოტოვებს #1TVSPORT

17 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კორი გაუფი კორონავირუსით დაინფიცირდა და გამოტოვებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. ამის შესახებ მან „ინსტაგრამში“ დაწერა.

„მინდა გაგიზიაროთ ამბავი, რომელმაც ძალიან გამიცრუა იმედები. კორონავირუსის ტესტზე დადებითი შედეგი მივიღე და ვერ შევძლებ ტოკიოს თამაშებზე გამოსვლას.

ყოველთვის ვოცნებობდი ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის სახელით გამოსვლაზე და იმედია, მომავალში მომეცემა ამ ოცნების განხორციელების საშუალება“, – დაწერა გაუფმა.

ამ მომენტისთვის გაუფი ამერიკის მეოთხე ჩოგანია. უიმბლდონზე ამერიკელმა მერვედფინალამდე მიაღწია და იქ გერმანელ ანჟელიკ კერბერთან წააგო.

დატოვე კომენტარი