მარტინა ნავრატილოვამ უიმბლდონზე დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა
მარტინა ნავრატილოვამ უიმბლდონზე დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარტინა ნავრატილოვამ უიმბლდონის ვეტერანთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა. მას ეხურა ქუდი, რომელზეც ეწერა – Impeach. ეს წარწერა არის პირდაპირი მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე.

პროტესტის აქცია დიდი ხანი არ გაგრძელებულა – ტურნირის ორგანიზატორებმა სთხოვეს ნავრატილოვას – მოეხადა ქუდი, რადგან უიმბლდონზე მოქმედებს აკრძალვა პოლიტიკურ ლოზუნგებზე. მარტინამ ბოდიში მოიხადა და მოიძრო ქუდი სიტყვებით – „დამავიწყდა, რა იყო შიგნით“.

ნავრატილოვა ერთეულებში „დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონია. მას ცხრაჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი ერთეულებში და შვიდჯერ – წყვილებში.