გაუფმა, შესაძლოა, ამერიკის ღია პირველობაზე „ვაილდ ქარდი“ მიიღოს
გაუფმა, შესაძლოა, ამერიკის ღია პირველობაზე „ვაილდ ქარდი“ მიიღოს

ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები ტურნირის ძირითად ბადეში კორი გაუფის დაშვებას „ვაილდ ქარდით“ აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ (New York Post) ავრცელებს.

წესების თანახმად, ამერიკელ ჩოგბურთელს, რომელსაც წელს 15 წელი შეუსრულდა, უფლება აქვს, სანამ 16 წლის გახდება მაქსიმუმ სამი ტურნირიდან მიიღოს მიწვევა. აქამდე, გაუფმა „ვაილდ ქარდით“ უკვე სამჯერ ითამაშა. ეს მაიამის ტურნირზე, „როლან გაროსze“ და „უიმბლდონის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა.

ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებს, როგორც დიდი სლემის მასპინძლებს, წესების გვერდზე ავლის უფლება გააჩნიათ.