15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში დედას და დედის მეგობარ მამაკაცს ადანაშაულებენ
15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში დედას და დედის მეგობარ მამაკაცს ადანაშაულებენ

რუსთავში, 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში დედას და დედის მეგობარ მამაკაცს ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდზე დედის მეგობარი მამაკაცი ძალადობდა.

ასევე, გოგონას ცემაში მხილებულია მისი დედაც.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბავშვთან მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.