14 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტებს შორის ეკლესიებთან ერთად მოხვდა საგვარეულო მარანი, სახლები და სოფლის სასაფლაოზე მდებარე კოშკი.
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე სამართლებრივი აქტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთაძემ გამოსცა. მისი ბრძანებით, სტატუსი შემდეგ ობიექტებს მიენიჭათ :
1. ავკვეთის წმინდა გიორგის ეკლესია. მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ ავკვეთში. XI-XII საუკუნეები
2. დავითაშვილების საგვარეულო მარანი. კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი კალოუბანი. გვიანი შუა საუკუნეები
3. ნავდარაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია და ნიში. მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნავდარაანთკარი. VI-VII საუკუნეები. გვიანი შუა საუკუნეები
4. ხოვლეს კოშკი.კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხოვლე (სოფ. სასაფლაოზე) XVI-XVII საუკუნეები
5. ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია. კასპის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხოვლე. განვითარებული შუა საუკუნეები
6. გიორგი გამყრელიძის სახლი. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზოდი. XIX საუკუნის ბოლო
7. ალექსანდრე მელიქ ფაშაევის სახლი. მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შაუმიანი. XIX საუკუნის ბოლო
8. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარა ჩხირაული (სოფლის სასაფლაოზე) XIX საუკუნე
9. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაზისუბანი (სოფ. დასავლეთით 2 კმ-ზე, სასაფლაოს ტერიტორიაზე) განვითარებული შუა საუკუნეები
10. ,,თამარის“ სახელობის ეკლესია. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაზისუბანი (სოფლის სამხ.-დას-ით 3 კმ-ზე, ადგილ ,,დავითიანში“ განვითარებული შუა საუკუნეები
11. ,,დავითიანის“ ეკლესია. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაზისუბანი (სოფლის სამხ.-დას-ით 2,5კმ-ზე ნათლისხევის მარცხენა ნაპირზე, ადგილ,,დავითიანში“. განვითარებული შუა საუკუნეები
12. წმინდა ელიას სახელობის ეკლესია. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაზისუბანი (სოფ. დას-ით 6 კმ-ზე, ტყეში,შაშიანის ხევის პირას) გვიანდელი შუა საუკუნეები
13. ტაბაწყურის „ხარების“ ეკლესია. ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტაბაწყური. X საუკუნე
14. ნაგომრის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა ლუხვანო. XIX საუკუნის II ნახევარი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 16 თებერვალს გამოქვეყნდა. სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ მისი გასაჩივრება დაინტერესებული მხარის მიერ გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროშია შესაძლებელი.