14 იანვარს სურამის გზაგამტარზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
14 იანვარს სურამის გზაგამტარზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

14 იანვარს სურამის გზაგამტარზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„14 იანვარს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე, შპს „საქგზამეცნიერება“ ატარებს არსებული გზაგამტარის გამოკვლევა–გამოცდის სამუშაოებს, რისთვისაც აღნიშნულ გზაგამტარზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაიკეტება დღის 13:00 სთ–დან 14:30 სთ–მდე, 4-ჯერ 10-10 წუთის ინტერვალით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.