რუსეთის 13 მოქალაქეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ბრალი წაუყენეს
რუსეთის 13 მოქალაქეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. სამ მათგანს შეთქმულებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. კიდევ ხუთს კი, მოქალაქეთა პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან.
ბრალდებაში დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც. ამ სამ კომპანიას შორის არის ე.წ. ტროლების ქარხანა სანქტ-პეტერბურგში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები “საინფორმაციო ომს” აწარმოებდნენ აშშ-ის საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდნენ.
შესაბამისი განცხადება სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გააკეთა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს.