13 გასაოცარი სამეცნიერო ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, სკოლაში არ გისწავლიათ
13 გასაოცარი სამეცნიერო ფაქტი, რომლებიც შესაძლოა, სკოლაში არ გისწავლიათ

სკოლაში ყველა ჩვენგანმა ვისწავლეთ გარკვეულ მეცნიერებათა გასაოცარი თემები; მაგალითად, აინშტაინის ფარდობითობის თეორია, პერიოდულობის ცხრილი თუ დნმ-ის რეპლიკაცია.
იქ მიღებული ცოდნა ერთგვარი საძირკველია ცხოვრების განმავლობაში სხვა გასაოცარი საგნების შესასწავლად. მეცნიერება ნამდვილად არ მთავრდება უმაღლეს სკოლებში და როდესაც სწავლას ახალ საფეხურზე აგრძელებთ, ყველაფერი გაცილებით საინტერესო ხდება.

კონკრეტული მიზნის გარეშე, წარმოგიდგენთ ზოგიერთ იმდენად გასაოცარ ფაქტს, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, სკოლაში არაფერი გისწავლიათ.

1. წყალს შეუძლია ერთსა და იმავე დროს ადუღდეს და გაიყინოს


დიახ, ნამდვილად! მას „სამმაგ წერტილს“ უწოდებენ და ხდება მაშინ, როცა ტემპერატურა და წნევა შესაფერისია იმისათვის, რათა ნივთიერების სამი მდგომარეობა (აირადი, თხევადი და მყარი) თანაარსებობდეს თერმოდინამიკურ ეკვილიბრუმში. ამ ვიდეოში ასახულია ვაკუუმში მოთავსებული ციკლოჰექსანი.

2. ლაზერის სხივს შეუძლია ჩავარდეს ჩანჩქერში


დიახ, დიახ! ეს გახალვთ არა მხოლოდ სრული შიდა არკვლის გასაოცარი მაგალითი, არამედ ასევე აჩვენებს თუ როგორ ატარებს სინათლის ნაკადს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი.

3. ჩვენ მიერ გაშვებული ხომალდები მზის სისტემის კიდეებისკენ ძალიან, ძალიან სწრაფად მიჰქრის


ყველამ ვიცით, რომ რაკეტები სწრაფია, კოსმოსი კი დიდი. მაგრამ ხანდახან, როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენი ხანი დაგვჭირდებოდა მზის სისტემის შორეულ ნაწილებში ჩასასვლელად (მაგალითად, მარსამდე დაახლოებით რვა თვე), გვეუფლება განცდა, რომ ჩვენი ხომალდები უბრალოდ დახოხავენ.
მოცემულ გიფზე ასახულია ბოინგ 747-ის, SR-71 Blackbird-ისა და ზონდ New Horizons-ის სიჩქარეების შედარება; New Horizons-მა გასულ წელს პლუტონს გადაუფრინა.

4. კვერცხი წყალში მდეუზასავით გამოიყურება


გატეხილი კვერცხი შეიძლება ხმელეთზე უმალ იდღვიბება, მაგრამ ოკეანის ზედაპირიდან 18 მეტრის სიღრმეში, კვერცხს ატმოსფერულ წნევაზე 2,8-ჯერ მეტი წნევა აწვება, რაც მას მთლიანობას უნარჩუნებს, თითქოს უხილავი ნაჭუჭი ჰქონდეს.

5. პითაგორას თეორემის დამტკიცება სითხითაც შეგიძლიათ


ვერ ხვდებით თუ რას გულისხმობს თქვენი მათემატიკის მასწავლებელი, როდესაც გიხსნით, რომ a2 + b2 = c2? ეს ყველაფერი სინამდვილეში შეგიძლიათ სითხით დაამტკიცოთ.

6. რა ხდება, როდესაც შავი ხვრელი ყლაპავს ვარსკვლავს


როდესაც ვარსკვლავს შავი ხვრელი დაიჭერს და ყლაპავს, ამოიტყორცნება პლაზმის უზარმაზარი ნაკადები, რომლებიც ასობით სინათლის წლის სიგრძეზე იჭიმება.
„როდესაც ვარსკვლავს შავი ხვრელის გრავიტაციული ძალები ფლეთს, ვარსკვლავის ნარჩენების გარკევული ნაწილი შავ ხვრელში ვარდება, დანარჩენი ნაწილი კი მაღალი სიჩქარით გამოიტყორცნება“, — განმარტავს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი სუვი გეზარი.

7. შეგიძლიათ მშვენივრად დაინახოთ სათვალის გარეშეც


MinutePhysics-ის თანახმად, საჭიროა მხოლოდ ხვრელის გაკეთება საკუთარი მუჭით, რაც დაგეხმარებათ თვალის რეტინასკენ მიმავალი სინათლის ფოკუსირებაში. რა თქმა უნდა, ეს 20/20 მხედველობას არ მოგცემთ, მაგრამ ნამდვილად გამოგადგებათ, თუკი სათვალე სახლში დაგრჩებათ.

8. როგორ ყალიბდება სახე მუცლად ყოფნისას


ემბრიონული განვითარება წარმოუდგენლად კომპლექსური პროცესია, რაში გარკვევასაც მეცნიერები ჯერ ახლა იწყებენ. თუმცა, მკვლევრებმა უკვე შესძლეს გაერკვიათ თუ როგორ წარმოქმნის ემბრიონი ადამიანის სახის სტრუქტურას.

9. სახსრების გატკაცუნება საზიანო არაა


ერთ-ერთი მკვლევარი თავისი ერთი ხელის თითებს 60 წლის განმავლობაში ატკაცუნებდა, მეორე ხელისას კი არა. ექსპერიმენტის დასასრულს, მან ხელებს შორის ვერანაირი სხვაობა ვერ შენიშნა განვითარებული ართრიტების მოცულობაში.

10. მზის ერთ ამოფრქვევას შეუძლია გამოყოს 100 მეგატონა ატომური ბომბის ენერგიის ექვივალენტი

აღსანიშნავია, რომ ასეთი ამოფრქვევები მზეზე მუდმივად ხდება.

11. კატები მიწაზე ყოველთვის ფეხებით ეცემიან, ფიზიკის წყალობით


როგორც მოცემულ ვიდეოშია ასახული, სწრაფი შემობრუნებისთვის კატები სხეულის ორივე ნახევარს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იყენებენ.

12. ჭურვის აფეთქებას ხმელეთზე უკეთესად გადაურჩებით, ვიდრე წყალქვეშ


რა შუაშია ეს საჰაერო ბუშტები? — სწორედ ასე დაემართება თქვენს ფილტვებს, თუკი წყალქვეშ ყოფნისას, სადღაც ახლომახლოს ჭურვი აფეთქდბა.

13. თუკი სიღრმეში ჩაგდებისას ბურთს დააბზღრიალებთ, ის იფრენს


დიახ, მაგნუსის ეფექტის წყალობით ბურთი ნამდვილად გაფრინდება. ეს მაშინ ხდება, როცა მბრუნავი ობიექტის წინა მხარეს ჰაერი ბზღრიალის მიმართულებით მოძრაობს.

მსგავსი ფაქტების გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მეცნიერების საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ ყოველდღიურად კეთდება ახალი აღმოჩენები. არასოდეს შეწყვიტოთ შემეცნება!

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით