მიხეილ ჩხენკელი - მეცნიერების პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში განისაზღვრება
მიხეილ ჩხენკელი - მეცნიერების პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში განისაზღვრება

პრემიერ-მინიტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მოვალეობაა, გააძლიეროს საქართველოში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა, შექმნას ეფექტური, მოქნილი და ხარისხზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამსახურში ჩადგება.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას, რისთვისაც გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება შოთა რუსთაველის საქართვლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა. გაფართოვდება მიზნობრივი სამეცნიერო კვლევების პროგრამები“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დატოვე კომენტარი